Belive

ოფიციალურად - ვარანი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რეალ მადრიდის'' ყოფილი მცველი, რაფაელ ვარანი კარიერას ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ინგლისური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ფრანგმა ფეხბურთელმა ,,წითელ ეშმაკებთან'' კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

,,მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კლუბია. აქ გადმოსვლასა და პრემიერლიგაში თამაშზე უარს ვერ ვიტყოდი. მინდა, რომ კარიერის განმავლობაში კიდევ ბევრს მივაღწიო და შევუერთდი გუნდს, სადაც ბევრი დიდებული ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც მატჩებისა და ტიტულების მოგება სურთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდე,'' - განაცხადა ვარანმა.
ვარანი ,,რეალში'' 2011 წლიდან თამაშობდა. ფრანგმა გასულ სეზონში ,,სამეფო გუნდის'' მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
 

სხვა სტატიები