Belive

ოფიციალურად: ვეინალდუმი პსჟ-ს ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჟორჟინიო ვეინალდუმი კარიერას "პსჟ"-ში გააგრძელებს - ინფორმაცია პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 30 წლის ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, რომელმაც "ლივერპულში" 5 წელი გაატარა, "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ვინაიდანაც ვეინალდუმს მერსესაიდელებთან ხელშეკრულება ივნისის ბოლოს ეწურებოდა, პარიზელებმა ჟორჟინიო თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმეს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენდა "ბარსელონაც", თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, "პსჟ"-მ ვეინალდუმს გაცილებით დიდი ხელფასი შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი "ლივერპულში" 2016 წელს "ნიუკასლიდან", 27,5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ამ პერიოდში ვეინალდუმმა 237 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და მიითვალა 16 საგოლე გადაცემა. "ლივერპულთან" ერთად 30 წლის ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და UEFA-ს სუპერ თასის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები