Belive

ოფიციალურად: ვილიანი არსენალის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი - ვილიანი, ლონდონის "არსენალში" გადავიდა. 32 წლის ბრაზილიელი ქალაქ ლონდონში დარჩა, თუმცა კლუბი შეიცვალა. "მეთოფეებმა" შემტევი ფეხბურთელი უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინეს. მან "არსენალში" 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ვილიანი "ჩელსის" ღირსებას 2013 წლიდან იცავდა: ლონდონელებმა ბრაზილიელი მაჰაჩყალას "ანჟიდან" შეიძინეს. მან ამ დროში 339 მატჩი ჩაატარა, სადაც 63 გოლის გატანა და 62 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.
"მჯერა, რომ ვილიანის შეძენით, გუნდში ბევრი რამ შეიცვლება. ბოლო თვეების განმავლობაში, მას აქტიურად ვაკვირდებოდით, რადგან შემტევითი სტილის ნახევარმცველით გაძლიერება გვჭირდებოდა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც არსენალის შემადგენლობას 3-4 წლის განმავლობაში გააძლიერებს," განაცხადა "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ.

სხვა სტატიები