Belive

ოფიციალურად | ვირჯილ ვან დაიკმა ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდული გრანდის დაცვის ბურჯმა - ვირჯილ ვან დაიკმა, განახლებულ კონტრაქტს ხელი მოაწერა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ვან დაიკი "ლივერპულის" ღირსებას 2025 წლის ივნისამდე დაიცავს. კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მიღწეული შეთანხმებისა და ხელის მოწერის შემდეგ, "ლივერპულის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელი სტატია განთავსდა. "ლივერპულის" მაისური ნიდერლანდელმა მცველმა 130 მატჩში მოირგო. მერსისაიდელთა რიგებში ვან დაიკი პრემიერ ლიგის, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის, UEFA-ს სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა.


ვან დაიკისათვის პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონი კატასტროფულად მძიმე აღმოჩნდა. "ევერტონთან" გამართულ მატჩში მიღებული მუხლის უმძიმესი ტრავმის გამო, ნიდერლანდელმა მცველმა ოპერაცია გაიკეთა და ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგა, რის გამოც მისთვის გასული სეზონი ნაადრევად დასრულდა.

სხვა სტატიები