Belive

ოფიციალურად - ოლივიე ჟირუ კარიერას მილანში გააგრძელებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ კარიერას ,,მილანში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ,,როსონერის'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. იტალიური პრესის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელმა ,,მილანთან'' 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ფრანგი ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ჟირუს ბოლო გუნდი ლონდონის ,,ჩელსი'' იყო, სადაც ფორვარდმა გასულ სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.


სხვა სტატიები