Belive

ოფიციალურად: ჟოაო კანსელო მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტი" სატრანსფერო აქტიურობას განაგრძობს - ჟოაო კანსელო პეპ გვარდიოლას მესამე შენაძენი გახდა. "ბიანკონერის" პორტუგალიელმა მცველმა "მანჩესტერ სიტისთან" 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჟოაო კანსელო 27 ნომრიან მაისურს მოირგებს და "მანჩესტერ სიტის" ღირსებას 2025 წლამდე დაიცავს. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის პორტუგალიელი მცველის გასაფორმებლად, "მანჩესტერ სიტიმ" £60 მილიონი გადაიხადა.

სხვა სტატიები