Belive

ოფიციალურად: ჟოაო ფელიქსი ჩელსის ღირსებას დაიცავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ჟოაო ფელიქსი მიმდინარე სეზონის ბოლომდე "ჩელსის" ღირსებას დაიცავს.

"არისტოკრატებსა" და "ატლეტიკოს" შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც ფელიქსი ლონდონში გაემგზავრა და პრემიერ ლიგის ბინადარ კლუბს შეუერთდა. ფელიქსის იჯარა 6 თვეს გასტანს.

პრემიერ ლიგის კლუბი ფელიქსის იჯარის სანაცვლოდ 11 მილიონ ევროს გადაიხდის. 6-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ფელიქსი მადრიდში დაბრუნდება, რადგან კლუბებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში გამოსყიდვის უფლების შესახებ არაფერია ნახსენები.

"ჩელსი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული გრანდია და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო. აქ ყოფნით ძალიან, ძალიან მოხარული ვარ და მოუთმენლად ველი "სტემფორდ ბრიჯზე" თამაშს", - ჟოაო ფელიქსი.

სხვა სტატიები