Belive

ოფიციალურად: ზიდანმა მადრიდის რეალი დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალმა" დაადასტურა ინფორმაცია, რომ მთავარმა მწვრთნელმა - ზინედინ ზიდანმა, გადაწყვიტა კლუბის დატოვება.

პატივს ვცემთ ზიდანის გადაწყვეტილებას და მადლობას ვუხდით კლუბისთვის გაწეული სამუშაოსთვის. იგი ჩვენი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურაა როგორც ფეხბურთელის, ასევე მთავარი მწვრთნელის რანგში. მან იცის, რომ მადრიდის "რეალი" იქნება ყოველთვის მისი სახლი და ჩვენი კარები მისთვის მუდამ ღიაა". 
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალიდან' ერთხელ უკვე წავიდა და შემდეგ კლუბში დაბრუნდა, როგორც თავად ფრანგი სპეციალისტი აცხადებს, ეს მისი ბოლო სამსახური იყო მადრიდის "რეალში". მან "სამეფო კლუბთან" ერთად შემდეგი ტიტულები მოიპოვა: ლა ლიგა (2016–17, 2019–20); ესპანეთის სუპერთასი (2017, 2020); ჩემპიონთა ლიგა (2015–16, 2016–17, 2017–18); უეფას სუპერ თასი (2016, 2017) და ფიფას საკლუბო მსოფიო ჩემპიონატი (2016, 2017).  

სხვა სტატიები