Belive

ოფიციალური განცხადება - ტორპედო 2021 წელს კვლავ უმაღლეს ლიგაში ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის "ტორპედოში" დავალიანების პრობლემა ისევ არსებობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმერულ კლუბს, შესაძლოა, დავალიანების ვერ გადახდის შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შექმნოდა. "ტორპედოს" ოფიციალურმა გვერდმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კლუბის ლიცენზიას საფრთხე არ ემუქრება.
"ტორპედო ქუთაისმა დაიწყო დავალიანების დაფარვა, რომელიც გუნდს 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. გუნდი აღმასრულებელი დირექტორის პაპუნა მელაძის განცხადებით კლუბი 2021 წელს დავალიანების გარეშე შეხვდება. გამომდინარე აქედან, კლუბს აღებული ლიცენზია არ ჩამოერთმევა და ახალი სეზონიდან კვლავ უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას," - წერია განცხადებაში.
 
⚠️ განცხადება ,,ტორპედო" ქუთაისმა დაიწყო დავალიანების დაფარვა, რომელიც გუნდს 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. გუნდის ... Posted by FC Torpedo Kutaisi on სამშაბათი, 29 დეკემბერი, 2020

სხვა სტატიები