Belive

ოფიციალურად: ჭიაბრიშვილი ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - გიორგი ჭიაბრიშვილი "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გახდა. როგორც ჩანს, 40 წლის სპეციალისტს და თბილისურ კლუბს ხანგრძლივი თანამშრომლობის გეგმა აქვთ, რადგან მხარეებმა სამწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. "რკინიგზელთა" პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ხვალ კი, ახალგაზრდა სპეციალისტი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს და 9 ივლისს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ, ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში, გუნდს მოედანზე გაუძღვება. შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, "ლოკომოტივმა" სოსო ფრუიძე გაათავისუფლა, რომელმაც კლუბში 3 თვე გაატარა და 2 მატჩის ჩატარება მოასწრო. მიმდინარე სეზონში, "ლოკოს" უკვე მესამე მთავარი მწვრთნელი ჰყავს - გათამაშება გუნდთან ერთად ლევან კორღალიძემ დაიწყო.

სხვა სტატიები