Belive

ოქრიაშვილი კვლავ ტრავმირებულია - როდის დაბრუნდება ქართველი?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თორნიკე ოქრიაშვილს უკვე დიდი ხანია ტრავმა აწუხებს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული ფინალის წაგების შემდეგ აღარ უთამაშია. როგორც ცნობილია, 28 წლის ვინგერს მუხლი დაუზიანდა, რის გამოც მისთვის მოედანზე გასვლა არ შეიძლება. რამდენიმე კვირის წინ თორნიკე დასაბრუნებლად ემზადებოდა, თუმცა "ანორთოსისში" პირველივე ვარჯიშის დროს ფეხზე კვლავ დისკომფორტი იგრძნო. კვიპროსული მედია იტყობინება, რომ ოქრიაშვილს დასაბრუნებლად დრო ისევ სჭირდება და ის თამაშს მინიმუმ კიდევ 15 დღე ვერ შეძლებს. ასევე შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა "ანორთოსისის" დატოვების სურვილი გამოთქვა. თორნიკეს კვიპროსელებთან კონტრაქტის მხოლოდ 4 თვე დარჩა და დიდი ალბათობით, "ანორთოსისი" ტრანსფერის სანაცვლოდ ფულს ვერ მიიღებს.

სხვა სტატიები