Belive

ოქრიაშვილი ქეცბაიას: "თემურ, მე შენ მიყვარხარ" (ვიდეო) 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ეთნიკოსთან" სტუმრად მოგებული მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ, "ანორთოსისის" ქართულმა ლეგიონმა კვიპროსულ მედიასთან შეხვედრა შეაფასა. კვიპროსელი ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ვიდეოში, საქართველოს ნაკრების და ფამაგუსტური კლუბის ათიანმა თორნიკე ოქრიაშვილმა შეხვედრის შეფასების შემდეგ თემურ ქეცბაიას მიმართა. წინა ტურში, "აპოელთან" - 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლის გატანა გიორგი ქვილითაიამაც მოახერხა, გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და თორნიკე ოქრიაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, თუმცა სიტუაცია მურთაზ დაუშვილმა და გუნდის სხვა ფეხბურთელებმა განმუხტეს, მოგვიანებით კი ოქრიაშვილმა განმარტა, რომ მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ და ეს მხოლოდ მეგობრული შეკამათება იყო. 8 ტურის შემდეგ, კვიპროსის ვიცე-ჩემპიონს 19 ქულა აქვს და ლიდერობას "აპოლონთან" ინაწილებს.

სხვა სტატიები