Belive

ოქრიაშვილის ახალი კლუბი ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას კვიპროსში გააგრძელებს. ოქრიაშვილმა კვიპროსულ "ანორთოსისთან"  2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ოქრიაშვილი გუნდში მე-4 ქართველია. მის გარდა იქ ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე თამაშობენ, ხოლო კლუბის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა. გუნდის ინფორმაციით, ოქრიაშვილის დამატება თემურ ქეცბაიას სურდა. ქართველი ფეხბურთელი ბოლოს რუსული "კრასნოდარის" ღირსებას იცავდა. მანამდე კი "გენკში", "შახტარსა" და "გაგრაში" ასპარეზობდა.

სხვა სტატიები