Belive

ოქრიაშვილის მაკრატელა კვიპროსის ჩემპიონატის პლეი ოფის საუკეთესო გოლზეა ნომინირებული

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კვიპროსის ფეხბურთელთა ასოციაცია, კომპანია Stoiximan-თან ერთად, ქვეყნის ჩემპიონატის პლეი ოფის საუკეთესო გოლს ავლენს. ორ საუკეთესო გოლს შორის თორნიკე ოქრიაშვილის მაკრატელა მოხვდა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა 8 მაისს ,,აპოლონთან'' სტუმრად გამართულ შეხვედრაში გაიტანა. თორნიკეს კონკურენტი ,,ოლიმპიაკოს ნიქოზიას'' შემტევი, ანდრეას მაკრისია - კვიპროსელმა ასევე მაკრატელა გოლი ,,ომონიას'' გაუტანა. თორნიკე ოქრიაშვილის გოლისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
ოქრიაშვილმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ,,აპოელთან'' კონტრაქტი გაწყვიტა და ახლა თავისუფალი აგენტია. 30 წლის შემტევმა კვიპროსული გუნდის მაისურით ჩატარებულ 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ოქრიაშვილისა და მაკრისის გოლები:

სხვა სტატიები