Belive

კვიპროსის ჩემპიონატი ჩაიშლება - ოქრიაშვილი უკმაყოფილოა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თორნიკე ოქრიაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, კვიპროსის ჩემპიონატი აღარ განახლდება. "ანორთოსისის" 28 წლის შემტევი ნახევარმცველი ამბობს, რომ თითქმის გადაწყვეტილია, რომ წლევანდელი ჩემპიონატი კუნძულზე ჩაიშლება.
"კვიპროსის ჩემპიონატის ბედი ბევრს აინტერესებდა და 99%-იანი ალბათობით, სეზონი აღარ განახლდება. ამ გადაწყვეტილების მიზეზს ვერ ვხდები.  სხვა ქვეყნებში გუნდები ვარჯიშსა და თამაშს იწყებენ, 700 000-იან კუნძულზე კი - არა. ძალიან სამწუხაროა," - თქვა თორნიკემ.
 

სხვა სტატიები