Belive

ოქრიაშვილმა კობიაშვილის და დემეტრაძის შედეგი გაიმეორა და ისტორიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილზე გადავიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ეროვნული გუნდის მეათე ნომერმა სომხეთის ნაკრების კარი აიღო. "ანორთოსისის" 28 წლის შემტევი მოედანზე 61-ე წუთზე შემოვიდა და 13 წუთში, ვაკო ყაზაიშვილის პასის შემდეგ, საქართველოს ნაკრების დაწინაურება მოახერხა. ოქრიაშვილისთვის ეს ეროვნულ გუნდში მე-12 გოლი იყო, რა მაჩვენებლითაც ის ლევან კობიაშვილს და გიორგი დემეტრაძეს გაუთანაბრდა, მასზე მეტი მხოლოდ ალექსანდრე იაშვილს (15), თემურ ქეცბაიას (17) და შოთა არველაძეს (26) აქვთ. მთლიანობაში, ოქრიაშვილს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი აქვს - როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე მას ბოლო 9 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები