Belive

ოქროს ბიჭუნა 2019: ნომინანტები გამოვლინდნენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2019 წლის "ოქროს ბიჭუნას" ჯილდოს 20 ნომინანტი გამოვლინდა. პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდო, რომელსაც იტალიური გამოცემა ატარებს, ყოველწლიურად, გამორჩეულ 21-წლამდე მოთამაშეებს და მათ შორის საუკეთესოს ავლენს. სიაში წინა წლის გამარჯვებულ მატეის დე ლიხტთან ერთად, "ბარსელონას", "მადრიდის რეალის" და სხვა გრანდების ნიჭიერი ახალგაზრდებიც მოხვდნენ. 2019 წლის "ოქროს ბიჭუნას" ნომინანტები:  მატეის დე ლიხტი (იუვენტუსი, ჰოლანდია), ალფონსო დევისი (ბაიერნი, კანადა), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი, იტალია), ანსუ ფატი (ბარსელონა, ესპანეთი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მატეო გენდუზი (არსენალი, საფრანგეთი), ერლინგ ჰოლანდი (ზალცბურგი, ნორვეგია), კაი ჰავერტსი (ლევერკუზენის ბაიერი, გერმანია), დეიან იოველიჩი (აინტრახტი,სერბეთი), მოიზე კინი (ევერტონი, იტალია), კან-ინ ლი (ვალენსია, სამხრეთ კორეა), ანდრეი ოლექსივოვიჩი (ვალიადოლიდი, უკრაინა), დონეინ მალენი (პსვ ეინდჰოვენი, ჰოლანდია), მეისონ მოუნტი (ჩელსი, ინგლისი), როდრიგო (მადრიდის რეალი, ბრაზილია), ჯადონ სანჩო (დორტმუნდის ბორუსია, ინგლისი), ფერან ტორესი (ვალენსია, ესპანეთი), ვინიციუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი, ბრაზილია), ნიკოლა ძანიოლო (რომა, იტალია). სხვადასხვა დროს ეს ჯილდო ისეტ ფეხბურთელებს მოუგიათ, როგორებიც უეინ რუნი, ლიონელ მესი, ცესკ ფაბრეგასი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, სერხიო აგუერო, მარიო ბალოტელი, ალექსანდერ პატო, ანდერსონი, პოლ პოგბა, ენტონი მარსიალი, ისკო, რაჰიმ სტერლინგი, რენატო სანჩესი და კილიან მბაპე არიან.  

სხვა სტატიები