Belive

ოქროს ბიჭუნას ოქროს იუბილე (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
20 დეკემბერს მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, კილიან მბაპე 20 წლის გახდა. მას ოქროს იუბილე აქვს. 

კილიან მბაპე (20 წელი)

მპაბე 1998 წელს დაიბადა. ამ მცირე პერიოდში ფრანგმა უკვე მოასწრო არაერთი ტიტულის მოგება. მისი პროფესიონალური კარიერა 2015 წელს "მონაკოში" დაიწყო. ფრანგულ კლუბში მან 72 თამაშში 31 ბურთი გაიტანა. 2017 წელს არენდით "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა. პირველ სეზონში 44 თამაში ჩაატარა და 41 ბურთი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი პარიზელებმა ის გამოისყიდეს და 17 თამაშში 15 ბურთის გატანა მოასწრო. ეროვნულ ნაკრებში მბაპეს 28 თამაშში 10 ბურთი აქვს გატანილი. ტიტულები:  ლიგა 1: 2016-17 ; 2017-18. საფრანგეთის თასი: 2017-18. საფრანგეთუს სუპერ თასი: 2017-18. UEFA-ს 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატი (საფრანგეთი): 2016. FIFA-ს მსოფლიო ჩემიონატი 2018 (საფრანგეთი): 2018. ინდივიდუალური პრიზები:  ლიგა 1-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2016-17 ; 2017-18. თვის საუკეთესო ფეხბურთელი: აპრილი 2017 ; მარტი 2018 ; აგვისტო 2018. ოქროს ბიჭი: 2017. მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2018.

ეშლი კოული (38 წელი)

ლეგენდარული ინგლისელი მარცხენა მცველი 38 წლის გახდა. მისი პროფესიონალური კარიერა 1999 წელს, ლონდონის "არსენალიდან" იწყება, სადაც 2006 წლის ჩათვლით ითამაშა. 7 სეზონის განმავლობაში  კოულმა შეძლო გამხდარიყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი. "მეთოფეების" რიგებში მან 228 მატჩი ჩაატარა და 9 ბურთი გაიტანა. 2006 წელს "ჩელსიში" გადაბარგდა და "არისტოკრატების" შემადგენლობაში 2014 წლამდე ასპარეზობდა. 338 შეხვედრაში 7-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ლონდონიდან კოული რომში გადავიდა და "რომას" მაისური მოირგო. იტალიაში მხოლოდ 2 სეზონი დაჰყო. ბევრი თამაში არ მოუწია და კარიერის მიწურულს ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა. კერძოდ ლოს-ანჯელესში განაგრძო ცხოვრება და "გალაქსის" ღირსება დაიცვა. იქაც 2 წელი ითამაშა და კარიერაც დაასრულა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ინგლისის შემადგენლობაში 2001-2014 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდში 107 მატჩი ჩაატარა. ტიტულები:  პრემიერლიგა: 2001-02 ; 2003-04 ; 2009-10. ინგლისის ასოციაციის თასი: 2001-02 ; 2003-04 ; 2006-07 ; 2008-09; 2009-10 ; 2011-12. ინგლისის ლიგის თასი: 2006-07. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა: 2011-12. UEFA-ს ევროპა ლიგა: 2012-13.

მარტინ დემიკელისი (38 წელი)

არგენტინელი ცენტრალური მცველი, მარტინ დემიკელისი 38 წლის გახდა. მისი პროფესიონალური კარიერა 2000 წელს სამშობლოში, "რივერ პლეიტში" დაიწყო, სადაც 3 სეზონი გაატარა და 2003 წელს ევროპაში გადმობარგდა. დემიკელისი მიუნხენის "ბაიერნმა" შეიძინა. "რეკორდმაისტერში" მან 2010 წლამდე ითამაშა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლებოდა. გერმანიაში 259 თამაში ჩაატარა და 15 ბურთი გაიტანა. 2010 წელს ის "მალაგაში" გადავიდა და 2013 წლამდე ანდალუსიაში დარჩა. 2013-16 წლებში ინგლისში წავიდა და "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში ითამაშა. "სიტის" მაისური 104-ჯერ მოირგო და 4 ბურთის გატანაც შეძლო. ინგლისიდან დაბრუნდა ესპანეთში და კარიერა "მალაგაში" დაასრულდა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 11 წელი ითამაშა. 51 მატჩი ჩაატარა და 2-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ტიტულები:  არგენტინის პრიმერა დივიზიონი: 2002 ; 2003. ბუნდესლიგა: 2004-05 ; 2005-06 ; 2007-08 ; 2009-10. გერმანიის თასი: 2004-05 ; 2005-06 ; 2007-08 ; 2009-10. გერმანიის სუპერთასი: 2010. პრემიერლიგა: 2013-14. ინგლისის ლიგის თასი: 2013-14 ; 2015-16. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონი: 2009-10. FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი (არგენტინა): 2014. FIFA-ს კონფედერაციის თასის ვიცე-ჩემპიონი (არგენტინა): 2005. Copa America-ს ვიცე-ჩემპიონი (არგენტინა): 2015.

ჯერემი ნჯიტაპი (40 წელი)

კამერუნელი ფეხბურთელი, ჯერემი ნჯიტაპი 40 წლის გახდა. მისი პროფესიონალური კარიერა 1995 წელს კამერუნის კლუბ "რასინგ ბაფოუსამში" დაიწყო. ევროპაში კი 1997 წელს აღმოჩნდა. პირველი ევროპული კლუბი თურქული "გენჩლერი" გახდა, სადაც 1999 წლამდე ასპარეზობდა. თურქეთიდან მსოფლიო ფეხბურთის გრანდში, მადრიდის "რეალში" გადავიდა და სამეფო კლუბში 4 სეზონი გაატარა. "რეალიდან" "ჩელსიში" წავიდა და 2007 წლამდე ლონდონში იყო. ამის შემდგომ "ნიუკასლის" მაისური მოირგო. კარიერა კი 2011 წელს ბერძნულ "აელში" დაასრულა.კარიერაში სულ ჩაატარა 397 მატჩი და გაიტანა 34 ბურთი. ჯერემი ნჯიტაპმა სანაკრებო კარიერა 1996 წელს დაიწყო და 2010 წლამდე ითამაშა. ამ პერიოდში 118 თამაში ჩაატარა და 13-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ტიტულები:  კამერუნის ჩემპიონატი: 1995. კამერუნის თასი: 1996. ლა ლიგა: 2000-01. პრემიერლიგა: 2004-05 ; 2005-06. ინგლისის ლიგის თასი: 2009-10. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა: 1999-00. ოლიმპიური ჩემპიონი (კამერუნი): 2000 აფრიკის თასი (კამერუნი): 2000 ; 2002.

სხვა სტატიები