Belive

ოქროს ბურთი 2021 | რონალდოს არჩევანი ქარიმ ბენზემაა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავი, კარიმ ბენზემა ოქროს ბურთის წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთი პრეტენდენტია. ფრანგ ფორვარდს არასოდეს დაუმალავს მისი სიმპატიები და ქომაგობა რონალდო ლუის ნაზარიოს მიმართ და არც ამის აღიარების რცხვენოდა ოდესმე. ორივე ზემოთხსენებული ფეხბურთელს "რეალში" 9 ნომრიანი მაისური ერგო და როგორც ჩანს, მათ შორის აღფრთოვანება ორმხრივია. რონალდოს, რომელიც ამჟამად "ვალიადოლოდის" პრეზიდენტია, ჰკითხეს თუ ვინ იმსახურებდა წლევანდელი ოქროს ბურთის გათამაშების მოგებას, რაზეც მისი პასუხი ერთპიროვნულად ბენზემას გამოყოფა გახლდათ. "ეჭვგარეშეა, რომ ჩემთვის ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი ქარიმ ბენზემაა", - აცხადებს რონალდო. ოქროს ბურთის პრეტენდენტობასთან დაკავშირებით კომენტარს ფრანგი ფეხბურთელიც აკეთებს: "როგორც ყველა ფეხბურთელისათვის, ოქროს ბურთის მოგება ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ოცნება ავიხდინო", - ამბობს ბენზემა. საყურადღებოა, რომ საფრანგეთის ნაკრებში ბენზემას დაბრუნებამ გაამართლა, დეშამის გუნდში ის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ახალ სეზონში ქარიმ ბენზემას აქტივში ლა ლიგის ეგიდით გამართულ 8 შეხვედრაში, 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები