Belive

ოქროს ბურთი: პირველი ხუთეული ცნობილია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრესტიჟულმა ფრანგულმა გამოცემა Fracne Football-მა 2019 წლის "ოქროს ბურთისთვის" მებრძოლი 30 ფეხბურთელიდან პირველი ხუთი ნომინანტის სახელი და გვარი გაასაჯაროვა. მსოფლიოს წლის საუკეთესო 30 ფეხბურთელს შორის უკვე 3 პრემიერლიგის წარმომადგენელია, ერთი ლა ლიგის და ერთიც ჰოლანდიის ერედივიზიონის. ინგლისის ჩემპიონატიდან ნომინანტთა შორის "ლივერპულის" და სენეგალის ნაკრების თავდამსხმელი სადიო მანე, "ტოტენჰემის" და საფრანგეთის ეროვნული გუნდის კარის დარაჯი უგო ლორისი და "მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თილისმა სერხიო აგუერო არიან. მათ გარდა, პირველ ხუთეულში ორი ყოფილი თანაგუნდელი ფრენკი დე იონგი და დუშან ტადიში მოხვდა. ნიჭიერმა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა წლის პირველი ნახევარი მშობლიურ "აიაქსში" გაატარა, ახალი სეზონი კი "ბარსელონაში" დაიწყო. რაც შეეხება სერბ ფორვარდს, ის კვლავაც ჰოლანდიის ჩემპიონს ლიდერობს. დე იონგმა და ტადიჩმა საუკეთესო 30-ეულში ადგილი პირველად მოიპოვეს, მაშინ როცა სადიო მანე და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მეკარე სიაში კარიერაში მესამედ მოხვდნენ. რაც შეეხება აგუეროს, "ქალაქელთა" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირისთვის ეს მეშვიდე აღიარება.  

სხვა სტატიები