Belive

ოქროს ბურთის დაჯილდოვების კრიტერიუმები იცვლება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

11 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი რადიკალური ცვლილებების ფონზე წარიმართება. წყაროს მტკიცებით, იცვლება კრიტერიუმები, რომლითაც ოქროს ბურთისათვის მებრძოლი ვარსკვლავები შეფასდებიან.

  • ვარსკვლავები გამოვლინდებიან სეზონში დაფიქსირებული შედეგის მიხედვით და არა კალენდარული წლის მანძილზე ნაჩვენები შედეგით.
  • დაჯილდოვებისას გათვალისწინებული იქნება ფეხბურთელის ინდივიდუალური პერფორმანსი, გუნდური ასპარეზობა, ფეხბურთელის სათამაშო დონე. დისციპლინა და ფეირ პლეი ასევე ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი იქნება.
  • გამარჯვებულის გამოსავლენად წარმოებული ხმის მიცემის დროს, ფეხბურთელის მიერ გასულ წელს ნაჩვენები რეზულტატი გათვალისწინებული არ იქნება.
  • მამაკაცთა დაჯილდოვებისას, FIFA-ს რეიტინგის პირველ ასეულში მყოფი ქვეყნებიდან თითო-თითო წევრი შეძლებს ხმის მიცემას. ქალთა დაჯილდოვებისას, FIFA-ს რეიტინგის პირველ ორმოცდაათეულში მყოფი ქვეყნების წარმომადგენლები შეძლებენ ხმის მიცემას.
 
View this post on Instagram
 

A post shared by ESPN FC (@espnfc)

სხვა სტატიები