Belive

ოქროს ბურთის დაჯილდოვების შემდეგ ლეო მესის გასტროენტერიტი დაემართა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკლავს და მეშვიდე ოქროს ბურთის მფლობელ - ლეო მესის, ოქროს ბურთის დაჯილდოვებიდან 24 საათზე ნაკლებში გასტროენტერიტი დაემართა და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს ვერ ითამაშებს იგი. გასტროენტერიტი - ხშირი მდგომარეობაა, როდესაც კუჭი და ნაწლავები ხდება ანთებითი. ეს ძირითადად გამოწვეულია ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებით. მისი ყველაზე ხშირი სიმპტომებია ღებინება და ფაღარათი. სწორედ ამ ფაქტის გამო, ლეო მესი სავარაუდოდ "ნიცასთან" მატჩს გამოტოვებს, რომელსაც "პსჟ" 1 დეკემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე გამართავს. ლეო მესი ოქროს ბურთის დაჯილდოვების შემდეგ გამარჯვებას ოჯახთან ერთად აღნიშნავდა, სადაც სავარაუდოდ მოიწამლა და გასტროენტერიტი დაემართა.    

სხვა სტატიები