Belive

ოქროს ბურთის გამოკითხვა - ვის მისცა ხმა ქართველმა ჟურნალისტმა?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ოქროს ბურთის'' წლევანდელ გამოკითხვაში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის 170-მა წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორისაა ქართველი ჟურნალისტი - ზურაბ ფოცხვერია (სარბიელი), რომელმაც ხმები ასე გადაანაწილა:

  1. რობერტ ლევანდოვსკი
  2. ქარიმ ბენზემა
  3. კრიშტიანუ რონალდუ
  4. ლეო მესი
  5. ჟორჟინიო
წელს მესიმ კარიერაში მეშვიდე ,,ოქროს ბურთი” მოიპოვა. გამოკითხვაში ლეომ 613 ხმა მიიღო და მეორეადგილოსან რობერტ ლევანდოვსკის 33 ხმით აჯობა. ხუთეულში, ასევე, ჟორჟინიო, ქარიმ ბენზემა და ნ’გოლო კანტე მოხვდნენ.

სხვა სტატიები