Belive

ოქროს ბურთის მფლობელი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"დინამო კიევის" ლეგენდა და 1986 წლის ოქროს ბურთის მფლობელი - იგორ ბელანოვი საკუთარი სამშობლოს დასაცავად, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ლეგენდარული ფეხბურთელი, თანამებრძოლებთან ერთად, ერთ-ერთ საბრძოლო პოზიციაზე იმყოფება. იგორ ბელანოვმა კარიერის საუკეთესო წლები "დინამო კიევის" შემადგენლობაში გაატარა, რის შემდეგაც გერმანული "გლადბახისა" და "ბრაუნშვაიგის" მაისურები მოირგო. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში, ბელანოვმა 33 მატჩი გამართა - მისი ბენეფისი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა, სადაც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 4 გოლის გატანა შეძლო და თანაგუნდელები 6 საგოლე პასით მოამარაგა. მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ბელანოვმა ბელგიის წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი გაიფორმა. "დინამო კიევის" თასების მფლობელთა თასზე წარმატებული ასპარეზობისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ბელანოვის ბენეფისის შედეგად, 1986 წელს, ფეხბურთელი უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ჯილდოს - ოქროს ბურთის მფლობელი გახდა. ბელანოვმა ისეთი ლეგენდების კონკურენცია დაძლია, როგორიცაა: გარი ლინეკერი, ემილიო ბუტრაგენიო, იან რაში, მარკო ვან ბასტენი, მიშელ პლატინი და სხვა.

სხვა სტატიები