Belive

ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის დედაქალაქი, პარიზი დღეს, 3 დეკემბერს ოქროს ბურთის დაჯილდოებას უმასპინძლებს. "ფრანს ფუტბოლი" 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელს გამოავლენს და მას ოქროს ბურთს გადასცემს. ნომინანტები კი მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ლიდერი, ლუკა მოდრიჩი, საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ტურინის "იუვენტუსის" გოლიადორი, კრიშტიანუ რონალდუ არიან. აღსანიშნავია, რომ ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატად ლუკა მოდროჩი ითვლება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პარიზში მოდრიჩთან ერთად "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი და გუნდის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ჩავიდნენ. 2018 წელს, მოდრიჩმა FIFA-ს The Best-ის ჯილდო უკვე მიიღო. რაც შეეხებათ კრიშტიანუ რონალდუსა და ანტუან გრიზმანს, რონალდუ წინა წელს საუკეთესო გახდა. სამ ნომინანტს შორის ვერ მოხვდა ლიონელ მესი. ამ ფაქტმა მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მესის ვერ მოხვედრას "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდეც გამოეხმაურა. "მეც ისევე ვარ გაკვირვებული, როგორც ნებისმიერი სხვა. მესი წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთაშედ პირველი, მეორე და მეხუთე ტურების შემდეგ დასახელდა, მეორე და მესამეში კი ტრავმის გამო არ უთამაშია. უცნაურია, ნომინანტებს შორის რომ არ არის"  

სხვა სტატიები