Belive

ოქროს ბურთის ნომინანტთა რეიტინგი: ლევანდოვსკი მესის და რონალდუს უსწრებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრესტიჟულმა ბრიტანულმა გამოცემა Goal.com-მა ოქროს ბურთის ნომინანტთა რეიტინგი გამოაქვეყნა. საუკეთესო ათეულს გამორჩეულად კარგ ფორმაში მყოფი რობერტ ლევანდოვსკი ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ოქროს ბუცის მთავარი ნომინანტი ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს უსწრებს. მიმდინარე სეზონში, პოლონელ ფორვარდს ყველა ტურნირზე 39 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 45 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

ლიდერთა ათეული ასე გამოიყურება: 

1. რობერტ ლევანდოვსკი (მიუნხენის ბაიერნი) 2. ლიონელ მესი (ბარსელონა) 3. კრიშტიანუ რონალდუ (იტურინის უვენტუსი) 4. კევინ დე ბრუინე (მანჩესტერ სიტი) 5. ტომას მიულერი (მიუნხენის ბაიერნი) 6. ნეიმარი (პსჟ) 7. ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდის ბორუსია) 8. კილიან მბაპე (პსჟ) 9. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდის ბორუსია) 10. სერჟ გნაბრი (მიუნხენის ბაიერნი)

სხვა სტატიები