Belive

"ოქროს თაობას იტალიისა და საფრანგეთის ბარიერის დაძლევა არ შეუძლია", - დე ბრუინე

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ სიტის" ბელგიელმა ნახევარმცველმა უეფას ერთა ლიგის ფინალში უდიდესი იმედგაცრუება განიცადა. კევინ დე ბრუინე ირწმუნება, რომ ბელგიას ამ ეტაპისათვის კიდევ არ შეუძლია იტალიისა და საფრანგეთის კონკურენცია, მიუხედავად იმისა, რომ ბელგიის ნაკრები FIFA-ის მსოფლიო რეიტინგის სათავეშია. ბელგიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო რეიტინგში პრველ ადგილს იკავებს, თუმცა დე ბრუინეს შეფასებით, მისი გუნდი მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკლებობას განიცდის, რომელიც წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია. "რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგი საფეხბურთო ნაკრები გვყავს. ბევრი ახალი სახე გვყავდა, რომლებმაც საკუთარი საქმეს თავი ღირსეულად გაართვეს"  "მათთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა, რომ ასეთი დონის მეტოქეებთან ითამაშონ, მაგრამ სამწუხაროდ ამის ფონზე ორჯერ წავაგეთ. ესტონეთის ნაკრებს ჩემგან პატივისცემა, მაგრამ მათთან თამაში და განვლილი შეხვედრები სრულიად სხვადასხვა რამ არის"  "ჩვენ ვართ უბრალოდ ბელგია, ეს ახალი თაობაა, ჩვენ არ გვყავდა ლუკაკუ და ედენ აზარი, ამიტომ რეალისტურად უნდა ვიყოთ იმ გუნდის მიმართ, რომელიც გვყავს. იტალიას, საფრანგეთს და ესპანეთს აქვთ იმის საშუალება, რომ 22 საუკეთესო ფეხბურთელი აარჩიონ, ჩვენ კი არა. ასე რომ, "ოქროს თაობას "იტალიისა და საფრანგეთის ბარიერის დაძლევა არ შეუძლია", - აცხადებს დე ბრუინე.

სხვა სტატიები