Belive

'ოქტომბერზე ადრე შეუძლებელია' - Daily Mail-ი ერთა ლიგის ფლეი-ოფზე პროგნოზს აკეთებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფების ჩატარების შესაძლო ვარიანტს განიხილავს. გამოცემის მასალაში წერია, რომ ერთა ლიგის დასკვნითი მატჩები იმაზე გაცილებით გვიან ჩატარდება, ვიდრე მოსალოდნელია. ამრიგად, საქართველო-ბელარუსის დაპირისპირებას არა სექტემბერში, არამედ ოქტომბერში ან სულაც ნოემბერში უნდა ველოდოთ. ერთა ლიგის დასკვნით ფაზაში ოთხ დივიზიონში 16 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბოლო ოთხ მონაწილეს გამოარკვევს. როგორც ინგლისში წერენ, ეს ოქტომბერზე ადრე არ მოხდება. შეგახსენებთ, ისტორიული შეხვედრა თავდაპირველად 26 მარტს, "დინამო არენაზე" უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

სხვა სტატიები