Belive

ორი ქართველი ყაზახეთის ჩემპიონატის მე-2 ტურის სიმბოლურ გუნდში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის მიუხედავად, გასულ შაბათ-კვირას ყაზახეთის ჩემპიონატის მე-2 ტური ჩვეულებრივ, მაყურებელთან ერთად გაიმართა. შაბათს ნიკა კვეკვესკირის, ლუკა ზარანდიასა და ჯაბა კანკავას "ტობოლი" სტუმრად "ჟეტისუს" დაუპირისპირდა ფრე - 0:0 ითამაშა. მეორე დღეს ელგუჯა ლობჯანიძის ერთადერთი გოლით "კაისარმა" სტუმრად "ოკჟეტპესი" 0:1 დაამარცხა. ყაზახურმა სპორტულმა გამოცემამ ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც ლობჯანიძე და კვეკვესკირი მოხვდნენ.
5e6f7938e3bff

სხვა სტატიები