Belive

ორიემ ტოტენჰემის ფანებს შეაფურთხა (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, "ტოტენჰემმა" ჟოზე მოურინიოს მეთაურობით პირველი მატჩი გამართა. "სპურსი" საკუთარ კედლებში "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდა და გულშემატკივარი დრამატული ქამბექის მომსრე გახადა. ლონდონში გამართული მატჩი "ტოტენჰემის" გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა - ბერძნული გუნდის კარში გატანილი მე-3 გოლის ავტორად კი სერჟ ორიე მოგვევლინა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ჩრდილო-ლონდონური კლუბის ფანები ორიეს ასპარეზობით უკმაყოფილო არიან, რის გამოც იგი არაერთხელ გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი. "ოლიმპიაკოსთან" გატანილი გოლი ორიემ პროვოკაციულად აღნიშნა და კვლავ გულშემატკივრების კრიტიკის ობიექტი გახდა. გოლის აღნიშვნის მომენტში, ორიემ "ტოტენჰემის" ფანებს შეაფურთხრა. "სპურსის" ოფიციალურ პირებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ წუთისათვის უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები და მოუწევს თუ არა სერჟ ორიეს "ტოტენჰემის" დატოვება.

სხვა სტატიები