Belive

ორშაბათს ყველანი ვარჯიშზე! - კალიარი რეკომენდაციებს არ ემორჩილება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"კალიარის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი სრულფასოვან ფუნქციონირებას 23 მარტს გააგრძელებს. მიუხედავად მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიისა და შეჩერებული სპორტული ღონისძიებებისა, იტალიური კლუბი წესებს არ ემორჩილება და ორშაბათს სრულ ვარჯიშსაც ჩაატარებს. "კალიარი" ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება, თუმცა საქმეში არ ჩავერთვებიან ახალგაზრდული გუნდები. ბოლო მონაცემებით, იტალიაში საფეხბურთო სეზონი 3 აპრილამდე არ განახლდება. "კალიარი" სერია A-ში 32 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები