Belive

ო'სალივანი: "შეუძლებელია, კლოპი არ გიყვარდეს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისელმა პროფესიონალმა სნუკერის მოთამაშემ რონი ო'სალივანმა Dailystar-თან ინტერვიუში "ლივერპულის" გერმანელ მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა და მის მიმართ პატივისცემა გამოხატა იმ წარმატებების გამო, რასაც მან გუნდთან ერთად მიაღწია. "რაკეტამ" ასევე აღნიშნა, რომ ბევრი მომენტი მის ქცევასა და შედეგებში შესაძლოა მის წარმომავლობას უკავშირდებოდეს. ო'სალივანმა აღიარა, რომ მას ძალიან მოსწონს "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი სნუკერისტი ცხოვრების უმეტესი ნაწილი "შეფილდ უედნესდეის" ქომაგობს.
" მე მიყვარს კლოპი. არ შეიძლება, რომ ის არ გიყვარდეს. რაც მან "ლივერპულში" გააკეთა, უბრალოდ შესანიშნავია. და არა მარტო "ლივერპულში", არამედ "დორტმუნდშიც" შესანიშნავად იმუშავა. მას არაჩვეულებრივი სტილი აქვს და ფანტასტიკურ გუნდებს ქმნის". " შეუძლებელია, არ აღგაფრთოვანებდეს ის, თუ როგორ აკეთებს თავის საქმეს". " მისი ურთიერთობის მანერა მაფიქრებინებს, რომ ის ძალიან კარგი გენერალური დირექტორი იქნება, რადგან ატარებს კვლევებს, იცნობს ფეხბურთელებს და ყველაფერში კარგად ერკვევა. ის აკვირდება მოთამაშის ხასიათს - რამდენად შეეწყობა ის მის გუნდს, ასევე მის კულტურას, ყველაფერში კარგადაა გათვითცნობიერებული". "ვფიქრობ, წორედ მისი გერმანული წარმომავლობაა იმის მიზეზი, რომ ის ასეთი კარგია. გერმანელები არც ისეთი იმპულსურები და ყველაფერში ძალიან ლოგიკურები არიან. მიყვარს ლივერპული, ეს ადგილი ჩემი სუსტი წერტილია".
იურგენ კლოპი "ლივერპულში" 2015 წლიდან მუშაობს, სწორედ გერმანელმა სპეციალისტმა მოაპოვებინა გუნდს ნანატრი პრემიერ ლიგის ტიტული.

სხვა სტატიები