Belive

"ოსიმენი დროგბას დონეზეა, თუმცა, სიმულაციები უნდა შეწყვიტოს" - ჟოზე მოურინიო

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"რომას" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ ვიქტორ ოსიმენი დიდიე დროგბას დონის მოთამაშეა.

გუშინდელ შეხვედრაში ნეაპოლური კლუბის ნიგერიელმა თავდამსხმელმა მატჩის მე-17 წუთზე კვარაცხელიას გადაცემა გამოიყენა და საკუთარი გუნდი საკმაოდ კარგი გოლით დააწინაურა. სპალეტის გუნდმა "რომა" 2:1 დაამარცხა და მეორეადგილოსანთან უპირატესობა13 ქულამდე გაზარდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს ოსიმენის შესახებ ჰკითხეს და ის პორტუგალიელმა სპეციალისტმა ლეგენდარულ დიდიე დროგბას შეადარა.

"ის იგივე დონეზეა რაც დროგბა, თუმცა, დიდიე არ სიმულირებდა. თუ, ვიქტორი ამას გამოასწორებს ძალიან კარგი იქნება. მდიდარი კლუბის წევრი რომ ვიყო მას აუცილებლად შევიძენდი. იმ შემთხვევაში თუ, ის პრემიერ ლიგაში წავა სიმულაცია უნდა შეწყვიტოს. ამას სერია ა-ში იტანენ, თუმცა, ინგლისში სიმულაციას სერიოზულად ეკიდებიან." - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

ამჟამად, 14 გატანილი გოლით ვიქტორ ოსიმენი სერია ა-ს ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე, 12 გოლით, მისი თანამემამულე ადემოლა ლუკმანია.

შემდეგი შეხვედრა "ნაპოლის" 5 თებერვალს, 15:30 საათზე "სპეციას" წინააღმდეგ ელის. "რომა" კი, ცხრილის აუთსაიდერს "კრემონეზეს" ხვდება. აღნიშნული დაპირისპირება კოპა იტალიას ეგიდით იმართება და პირველ თებერვალს, 23:55 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები