Belive

დარჩება თუ არა დემბელე ბარსელონაში? ფრანგმა შემტევმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოსმან დემბელემ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბის დატოვება მოითხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com ავრცელებს. დემბელე სათადარიგოთა სკამზე ჯდომით უკმაყოფილოა. მას როგორც თანაგუნდელები, ისე გულშემატკივრებიც აკრიტიკებენ. დემბელეს სახელს "პარი სენ-ჟერმენს" უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ფეხბურთელი, შესაძლოა, ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნების ოპერაციაშიც ჩაერთოს. ოსმან დემბელე ესპანურ გრანდში 2016 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან მხოლოდ 39 თამაში ჩაატარა და 11 ბურთი გაიტანა. "ლა ლიგის" მიმდინარე გათამაშებაში დემბელეს 5 ბურთი დაუგროვდა. ბოლო ტურში მადრიდის "ატლეტიკოსთან" ფრანგმა საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.

სხვა სტატიები