Belive

ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, ოთარ კაკაბაძე კარიერას ,,კრაკოვიაში'' გააგრძელებს. ინფორმაციას პოლონური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ოთარ კაკაბაძის ბოლო გუნდი ,,ტენერიფე'' იყო. 25 წლის მცველმა გასულ სეზონში ესპანეთის ლა ლიგა 2-ში 16, კოპა დელ რეიზე კი 3 შეხვედრა ჩაატარა. ,,კრაკოვიამ'' პოლონეთის უმაღლესი ჩემპიონატის - ექსტრაკლასას 2020-2021 წლების სეზონში ცხრილში მე-14 ადგილი დაიკავა (16-გუნდიან ჩემპიონატში).

სხვა სტატიები