Belive

ოთარ კაკაბაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა ხორვატიასთან გამართა და 1:2 წააგო. ამხანაგურ მატჩში ქართველები გიორგი პაპუნაშვილმა დააწინაურა, რის შემდეგაც ვაისის გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაუშვა. შეხვედრის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო ოთარ კაკაბაძემ, რომელიც რებიჩთან ორთაბრძოლისას დაშავდა. 24 წლის მარჯვენა მცველმა ეპიზოდის შემდეგ თამაში ვეღარ გააგრძელა. საბედნიეროდ, ოთარის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ქართველი ფეხბურთელი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. "ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გამხნევებისთვის. სამწუხაროა, რომ წლის ბოლო მატჩი ტრავმის გამო ვერ დავასრულე. მოედანს რამდენიმე კვირაში დავუბრუნდები ახალი იმედებით და დიდი მოტივაციით. წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია!," - თქვა ოთარ კაკაბაძემ.  

სხვა სტატიები