Belive

ოთარ კაკაბაძე: "თითოეული ჩვენგანის კარიერაში ეს ყველაზე გამორჩეული თამაში იქნება" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოახლოებული ისტორიული შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, ეროვნული გუნდის მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ კომენტარი გააკეთა. "სამწუხაროა, რომ გულშემატკივარი არ იქნება ტრიბუნაზე, მაგრამ მათ მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობთ. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ და მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, რომ ამ თამაშზე კიდევ უფრო განსაკუთრებული განწყობით გავალთ. ეს ფინალია და ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დავამტკიცოთ. ყველა ჩვენგანის კარიერაში ეს ყველაზე გამორჩეული თამაში იქნება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ", - თქვა კაკაბაძემ სფფ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება.ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება

სხვა სტატიები