Belive

ოთარ კაკაბაძემ ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით, გულშემატკივარს მიმართა და თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამაიმედებელი განცხადება გააკეთა. "მოგესალმებით. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბოლო დღეებში მესიჯების წყალობით ვგრძნობდი. იყო ბევრი შეკითხვები ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით: ბელარუსთან მატჩის ბოლო წუთებში კუნთმა შემაწუხა, რის გამოც მოედნის იძულებით დატოვება მომიწია. ჩამოვედი ესპანეთში, გადავიღე MRI, რამაც აჩვენა, რომ ორშაბათიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში შემეძლება, მალევე კი მოედანზე გასვლასაც შევძლებ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ 12 ნოემბერს, ჩრდ. მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩს საუკეთესო ფორმაში შევხვდე", - წერს "ტენერიფეს" ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები თავის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას 12 ნოემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე", ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები