Belive

ოთარ კიტეიშვილი: "ბრწყინვალე ატმოსფეროში თამაში გვსურდა, თუმცა რეგულაციებს პატივი უნდა ვცეთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოსოვოსთან გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა და გუნდში არსებული მდგომარეობის, მოსამზადებელი პერიოდისა და მეტოქის შესახებ ისაუბრა.
"ყოველთვის ვცდილობ, სანაკრებო მატჩების წინ ოპტიმალურ ფორმაში ვიყო. ამჯერადაც არაფერი შეცვლილა და ვთვლი, რომ ფიზიკურად კარგ კონცდიციებში ვიმყოფები. იმედი მაქვს, აღნიშნულ შეხვედრებში თავს მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩენ. ყველას ძალიან გვინდა, რომ ძალიან მაგარ სტადიონზე სავსე ტრიბუნა ყოფილიყო, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უნდა მივიღოთ შეზღუდვები და მათ პატივი ვცეთ", - თქვა გრაცის "შტურმის" ქართველმა ათიანმა.
საქართველოსა და კოსოვოს მატჩი 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ, ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და მას ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, მაყურებელი არ დაესწრება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.

სხვა სტატიები