Belive

ოთარ კიტეიშვილი: "ბულგარეთთან უნდა მოვიგოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა და გუნდის მიერ გატანილი ბოლო გოლის ავტორმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა.
"პირველ რიგში, მეც მინდა, რომ მთავარი მწვრთნელის მსგავსად, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო ბულგარეთის ნაკრების დაზიანებულ წევრებს და მათ ფეხბურთის ფედერაციას სრული თანადგომა გამოვუცხადო. ხანგრძლივი პაუზა მქონდა. 6 თვე გამიცდა, შემდეგ 1 მატჩი ჩავატარე და ისევ თვენახევარი გამოვტოვე. რეალურად, 8 თვე არ მითამაშია და რამდენად მზად ვარ 90 წუთის სათამაშოდ არ ვიცი, თუმცა ვცდილობ, რომ ყველა ვარჯიშზე უფრო მეტად მოვუმატო. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ერთ კვირაში სამი მატჩის მოგება მოვახერხეთ. გულშემატკივარი ყველგან ჩვენს გვერდით იყო და ხვალაც შესანიშნავ ატმოსფეროს ველოდებით. 3 ტურის შემდეგ 9 ქულით ალბათ ფავორიტებად ვითვლებით, თუმცა საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ხვალინდელი გამარჯვებით ჯგუფის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ", - თქვა ოთარ კიტეიშვილმა.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების დაპირისპირება 12 ივნისს, "დინამო არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.  

სხვა სტატიები