Belive

ოთარ კიტეიშვილი მოედანზე დაბრუნდა - ნაკრების ნახევარმცველმა ევროპა ლიგის ჯგუფში ითამაშა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი მორიგი ტრავმის შემდეგ, მოედანზე დაბრუნდა და უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ითამაშა.

როტერდამის "ფეიენოორდთან" სტუმრად - 0:6 წაგებულ შეხვედრაში, 26 წლის ფეხბურთელი მოედანზე 72-ე წუთზე შემოვიდა, თუმცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და მასპინძლები - 5:0 ანგარიშით იგებდნენ.

ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მოედანზე ბოლოს 18 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთის მატჩში გავიდა (0:0), მიმდინარე სეზონში სადებიუტო შეხვედრაში ითამაშა, ეროვნულ გუნდში კი სექტემბრის მატჩებისთვის სწორედ ამ მიზეზის გამო არ არის გამოძახებული.

საქართველოს ნაკრები სექტემბრის თვეში უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის 2022/23 წლების სეზონის დასკვნით ორ შეხვედრას გამართავს: 23 სექტემბერს ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ თბილისში, "დინამო არენაზე", ხოლო 26-ში გიბრალტართან სტუმრად.

სხვა სტატიები