Belive

ოთარ კიტეიშვილი: "მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვხვდებით, თუმცა ფეხბურთის თამაშს და დადებითი შედეგის მიღებას ვეცდებით"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა, რუმინეთთან მოპოვებული გამარჯვებისა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. "ეროვნულ ნაკრებში გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური. რუმინეთთან მოპოვებულ გამარჯვებას ძალიან დადებითი ემოციები მოყვა. ბოლო წუთამდე დაძაბული შეხვედრა გამოდგა. შესაძლოა ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ გამარჯვება მოვახერხეთ და დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. რაც შეეხება ნიდერლანდებთან თამაშს, ვფიქრობ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ასეთი დონის მეტოქესთან თამაში ძალიან სასიამოვნოა. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, ფეხბურთი ვითამაშოთ და დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ" - თქვა ავსტრიული გრაცის "შტურმის" 25 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში. “ჯვაროსნებმა” 2021 წლის პირველ ამხანაგურ მატჩში, 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტში, მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს – 2:1 აჯობეს. სადებიუტო გოლები იქ გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს. მეორე შეხვედრას ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 6 ივნისს, ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები