Belive

ოთარ კიტეიშვილი: "პირველი ადგილისთვის ვიბრძვით და იმედია ფავორიტები ვიქნებით"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების შემტევმა, ოთარ კიტეიშვილმა​​​​​​, კომენტარი გააკეთა.
"ძალიან მიხარია, რომ პაუზის შემდეგ კვლავ ნაკრებში ვარ და შემიძლია გუნდს დავეხმარო. რა თქმა უნდა, რთულია ათ დღეში ოთხი თამაშის ჩატარება. მითუმეტეს, სეზონის ბოლოა, ჩემპიონატები ახლა დასრულდა და ბევრს გადატვირთული კალენდარი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდისთვის მომზადება რთულია. მაგრამ, გვაქვს დრო, გუნდმა ადრე დაიწყო შეკრება და ეს აუცილებლად დაგვეხმარება. მიზანი პირველი ადგილია და იმედი მაქვს, რომ ამ ოთხ შეხვედრაში ვაჩვენებთ, რომ პირველობისთვის ვიბრძვით და სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ფავორიტები ვიქნებით. პირველი თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია. გიბრალტარს ვეთამაშებით და აუცილებელია, რომ მეტოქე სათანადოდ შევაფასოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ. მიხარია, რომ დინამო არენაზე ვითამაშებთ. მშობლიური სტადიონია ეროვნული ნაკრებისთვის, ბევრი მატჩი გვაქვს ჩატარებული და ხალხის მხარდაჭერაც განსაკუთრებულია", - თქვა გრაცის "შტურმის" ქართველმა შემტევმა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2022 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის C დივიზიონის პირველი ტურის ეგიდით, “დინამო არენაზე” გამართავს, რომელშიც გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები