Belive

ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია - ნაკრების ნახევარმცველი რამდენიმე კვირას გამოტოვებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია. გრაცის "შტურმის" ათიანმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურის ეგიდით, გურამ გიორბელიძის და ლუკა ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერის" წინააღმდეგ წაგებულ შეხვედრაში (1:2) მოედანი 65-ე წუთზე დატოვა. ავსტრიული მედიის ინფორმაციით, 24 წლის ქართველ ფეხბურთელს ფეხის კუნთის ტრავმა აწუხებს და ამის გამო ის რამდენიმე კვირას გამოტოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის შეხვედრებში ვერ დაეხმარება. "ჯვაროსნები" მარტში სამ მატჩს გამართავენ: შვედეთის (25), ესპანეთისა (28) და საბერძნეთის (31) ნაკრებების წინააღმდეგ. ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

სხვა სტატიები