ოთარ კიტეიშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

გუშინ ავსტრიის ბუნდესლიგის მე-2 წრემ აიღო სტარტი.

ოთარ კიტეიშვილმა წლის სადებიუტო მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

ქართველი ფეხბურთელის “შტურმი”  სტუმრად “მატერსბურგს” დაუპირისპირდა და ფრე 1:1 ითამაშა.

ეს გოლი ოთარისთვის ავსტრიულ გუნდში მე-2 გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის “დინამოს” ყოფილი ნახევარმცველი ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. კიტეიშვილმა 10-ბალიანი სისტემიდან 8.1 ქულა დაიმსახურა.

(97)

ოთარ კიტეიშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

სტატიის ავტორი
-