Belive

ოთარ კიტეიშვილის 3 საყვარელი წიგნი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოთარ კიტეიშვილმა გრაცის "შტურმის" ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა, სადაც გულშემატკივარს 3 თავისთვის საყვარელი წიგნი ურჩია.
"მშვიდი ბიჭი ვარ. მირჩევნია ტემპერამენტი მოედანზე, ბურთთან ერთად ვაჩვენო. იმათ არ გავეკუთვნები, ვინც კლუბებში დადიან. მირჩევნია დრო მეუღლესთან ერთად გავატარო ან წიგნები ვიკითხო." "წიგნებს ქართულად და ინგლისურად ვკითხულობ. ამავდროულად, ასე ვაუმჯობესებ უცხო ენის დონეს. გერმანული ისე არ ვიცი, რომ ამ ენაზე ვიკითხო."
კიტეიშვილმა ფანებს 3 წიგნი ურჩია: "ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას", გურამ დოჩანაშვილის "სამოსელ პირველი" და კნუტ ჰამსუნის "მისტერიები" - "ვიმედოვნებ, მათ ეს მოეწონებათ," - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა.

სხვა სტატიები