Belive

ოთარ კიტეიშვილმა შტურმთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"შტურმის" ოფიციალური გვერდის თანახმად, ოთარ კიტეიშვილმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ავსტრიაში 2024 წლამდე ითამაშებს. მიუხედავად "შტურმში" გატარებული კარგი სეზონებისა, კიტეიშვილს უკეთესი ჩემპიონატიდან შემოთავაზება არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ ოთარი ავსტრიის ბუნდესლიგაში სათამაშოდ 2018 წელს, "დინამო თბილისიდან" გადავიდა. ქართულმა გუნდმა "შტურმისგან" მაშინ 760 ათასი ევრო მიიღო. გასულ სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა გრაცელთა მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და შეასრულა 6 საგოლე გადაცემა.

სხვა სტატიები