Belive

ოცი ყველაზე მაღალაზნაზღაურებადი ფლანგის მცველი პრემიერ ლიგაში

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
პრემიერ ლიგაში არაერთი გამორჩეული მცველი თამაშობს, მათ შორის ფლანგის მცველები. თანამედროვე ფეხბურთში ფლანგის მცველის როლი საოცრადაა გაზრდილი, ხშირად ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს მთელი ფლანგი აბარია, გაზრდილია სტანდარტები, რომელსაც ფლანგზე მოთამაშე მცველები უნდა აკმაყოფილებდნენ. ფლანგის მცველისთვის აუცილებელია სისწრაფე, კარგი ფიზიკური მომზადება, კარგი გადაცემის უნარი და ამასთან დარტყმაც უნდა უვარგოდეს. პრემიერ ლიგაში ყველაზე გამორჩეული ფლანგის მცველები ალბათ იურგენ კლოპის "ლივერპულს" ჰყავს. მარჯვენა ფლანგზე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ხოლო მარცხენა ფლანგზე ენდი რობერტსონი. ეს ორი მოთამაშე ნებისმიერი მეტოქისთვის ნამდვილი თავის ტკივილია, სწრაფები და დაუღალავები 90 წუთის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევენ მეტოქეს, გარდა ამისა, არაერთ საგოლე გადაცემას ასრულებენ და გოლებიც არცთუ იშვიათად გააქვთ. ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცენტრალური მცველი ნიდერლანდელი ვირჯილ ვან დაიკია 190 000 ფუნტი სტერლინგით კვირაში. სამწუხაროდ, ვან დაიკი ახლა ტრავმირებულია ჯორდან პიკფორდთნ ინციდენტის შემდეგ და გუნდს ვერ ეხმარება. საინტერესოა, რომელი ფლანგის მცველები იღებენ ყველაზე მაღალ ანაზღაურებას პრემიერ ლიგაში. ამ მხრივ ყველას ლონდონის "ჩელსის" მარცხენა ფლანგის მცველი ბენ ჩილველი უსწრებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "არისტოკრატებმა" ჩილველის სანაცვლოდ 45 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს "ლესტერს". Spotrac-ის ინფორმაციით ბენ ჩილველი ანაზღაურების სახით კვირაში 190 000 ფუნტ სტერლინგს იღებს, ამასთან მას კიდევ ბონუსებიც ემატება. გთავაზობთ Spotrac-ის მონაცემების მიხედვით პრემიერ ლიგის ოც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფლანგის მცველების ჩამონათვალს: 20. ბრენდონ უილიამსი (მანჩესტერ იუნაიტედი): 65 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 19. ემერსონი (ჩელსი): 67 500 ფუნტი სტერლინგი კვირაში 18. ნელსონ სემედუ (ვულვზი): 69 575 ფუნტი სტერლინგი კვირაში 17. სერჟ ორიე (ტოტენჰემი): 70 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 16. რაიან ბერტრანი (საუთჰემპტონი): 70 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 15. რიკარდო პერეირა (ლესტერი): 70 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 14. სიმუს კოულმენი (ევერტონი): 70 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 13. სერხიო რეგილონი (ტოტენჰემი): 80 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 12. ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი): 80 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 11. კირან ტირნი (არსენალი): 80 769 ფუნტი სტერლინგი კვირაში 10. არონ ვან-ბისაკა (მანჩესტერ იუნაიტედი): 90 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 9. ბენჟამინ მენდი (მანჩესტერ სიტი): 90 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 8. ლუკას დინიე (ევერტონი): 90 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 7. რის ჯეიმსი (ჩელსი): 91 667 ფუნტი სტერლინგი კვირაში 6. მარკოს ალონსო (ჩელსი): 100 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 5. კოლაშინაცი (არსენალი): 100 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 4. ჰექტორ ბელერინი (არსენალი): 110 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 3. ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი): 120 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 2. სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი): 145 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 1. ბენ ჩილველი (ჩელსი): 190 000 ფუნტი სტერლინგი კვირაში როგორც ხედავთ, ანაზღაურების ოდენობით ლონდონის "ჩელსის" ფლანგის მცველები ლიდერობენ. საინტერესოა, რომ ოცეულში ვერ მოხვდნენ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ენდი რობერტსონი, რომლებიც ნამდვილად გამორჩეულები არიან ინგლისის ჩემპიონატში.    

სხვა სტატიები