Belive

ოვერმარსი არსენალში?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალს" სურს, რომ მარკ ოვერმარსი გუნდის სპორტული დირექტორი გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი სპორტული გამოცემა The Sun ავრცელებს. ვეტერანი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამჟამად "აიაქსის" სპორტული დირექტორია. ამსტერდამელთა სატრანსფერო პოლიტიკა კი საკმაოდ კარგად არის აწყობილი. ოვერმარსს ეკუთვნის ფრენკ დე იონგის, არკადიუშ მილიკისა და დევინსონ სანჩესის ტრანსფერები "ბარსელონაში", "ნაპოლისა" და "ტოტენჰემში". მარკ ოვერმარსი "არსენალში" 1997-2000 წლებში თამაშობდა. ის "ჰაიბერიზე", რომელიც მაშინ "მეთოფეების" სტადიონი იყო, სწორედ "აიაქსიდან" გადავიდა. "არსენალის" შემდეგ კი "ბარსელონას" მაისური მოირგო.

სხვა სტატიები