Belive

იოზილი: "არტეტას გადაწყვეტილება არაადამიანური და უსამართლოა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"არსენალმა" შემტევი ნახევარმცველი, მესუთ იოზილი პრემიერ ლიგისა და ევროპა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელებში "მეთოფეთა" გულშემატკივრების მხრიდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 32 წლის გერმანელი მის გარშემო არსებულ სიტუაციას გამოქვეყნებულ წერილში ხსნის: "რთულია "არსენალის" იმ მხარდამჭერებს მიმართო, რომელთათვისაც უკანასკნელი წლებია ვთამაშობ. უკმაყოფილო ვარ, რომ პრემიერ ლიგაში თამაშს ვერ შევძლებ. 2018 წელს კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, კლუბს, რომელიც მთელი გულით მიყვარს, ერთგულებას შევპირდი. ვწუხვარ, რომ უკან იგივე დამოკიდებულება არ დამიბრუნდა. ყოველთვის ვცდილობ, რომ კვირიდან კვირამდე კარგი განწყობა შევინარჩუნო, რადგან, შესაძლოა, შემადგენლობაში მალე მოხვედრის შანსი ისევ არსებობს. სწორედ ამ მიზეზით ვდუმდი. კორონავირუსის პანდემიამდე ახალი მწვრთნელის, მიკელ არტეტას მეთვალყურეობის ქვეშ განვითარებით ბედნიერი ვიყავი - შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სათამაშო დონე ნამდვილად უმჯობესდებოდა. თუმცა, სიტუაცია კვლავ შეიცვალა და "არსენალის" მაისურით თამაშის უფლება აღარ მაქვს. რა შემიძლია, ვთქვა? ლონდონი ისევ ჩემი სახლია, გუნდში ბევრი კარგი მეგობარი მყავს და გულშემატკივრებისაგან მხარდაჭერას ვგრძნობ. სულერთია, როგორ განვითარდება სიტუაცია, რადგან ჩემი შანსის მისაღებად ბრძოლას განვაგრძობ. არავის მივცემ უფლებას, რომ "მეთოფეთა" რიგებში ჩემი მე-8 სეზონი ამგვარად დაასრულოს. გპირდებით, რომ ეს ურთულესი გადაწყვეტილება ჩემს დამოკიდებულებას ვერ შეცვლის - უმაღლეს დონეზე ვარჯიშს არ შევწყვეტ. არაადამიანობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ხმას ყველას მივაწვდენ", - წერს იოზილი.

სხვა სტატიები